უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლექსანდრ სამოილენკომ განაცხადა.
„ოკუპანტები პანიკაში არიან, ადგილობრივი მოსახლეობა კი მოლოდინის მდგომარეობაშია", - განუცხადა სამოილენკომ უკრაინულ მედიას.
ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი უკრაინის თავდაცვის უწყებას არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, კისელივკა ხერსონის აეროპორტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც რუსული ძალების სამეთაურო პუნქტად და ბაზად გამოიყენებოდა.