უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს,– ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამის არხებში ავრცელებს.
მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძოლები უკვე ხერსონიდან 15 კილომეტრშია.
მატივე ცნობით, წერტილოვანი დარტყმებია მელიტოპოლში, კალანჩაკსა და ხერსონის რაიონში.
ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.
ცნობისთვის ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინელებმა ბოლო ერთ საათში ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.