უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რასაც ევროპელები თავიანთ გადასახადებში ხედავენ.
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა", - წერს პოდოლიაკი.