უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველზე, ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოპოვამ ასევე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ფოტო დროშით, რომელიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ არის გადაღებული.
ამასთან, დღეს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული შენაერთების მიერ კუპიანსკის აღება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობამ დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეიაშიც აღმართა უკრაინის დროშა.