უკრაინულ მედიაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, სადაც უკრაინელი სამხედროები სვიატოგორსკის საქალაქო საბჭოსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან დგანან.
როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი.
მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქის დაკავებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ სვიატოგორსკი მათი კონტროლის ქვეშ არის.
ქალაქ სვიატოგორსკი მდინარე სევეროდონეცკის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს, ქალაქ ლიმანიდან 20 კილომეტრში.
რუსეთის ძალებმა ქალაქი სვიატოგორსკი ივნისის დასაწყისში დაიკავეს.