რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.
ის ტელეგრამ არხზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტს "ვიღაც" უწოდა. ამასთან, თქვა, რომ რუსეთის შემდეგი მოთხოვნა იქნება უკრაინის სრული კაპიტულაცია.
"ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ წარმართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი ულტიმატუმი ბავშვური მოთელვაა მომავალი მოთხოვნების წინ. და მათ შესახებ მან [ზელენსკიმ] იცის - კიევის რეჟიმის ტოტალური კაპიტულაცია რუსეთის პირობებით". - დაწერა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, უკრაინა მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.