უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ვეღარ გადარჩება, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ავსტრალიურ Lowy Institute-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს ასეთ ნაბიჯს არც რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთს.
მე მჯერა, რომ რუსეთის მეთაურს ძალიან უყვარს საკუთარი სიცოცხლე და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს მის შენარჩუნებას. ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.
პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მუდმივად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. ერთ-ერთი ბოლო მუქარა მან სექტემბრის ბოლოს, გააჟღერა, როდესაც თქვა, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას რუსეთის "ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის" შემთხვევაში.