უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეა რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად ხანძრები ჩნდება, რაც შესაძლოა პარტიზანული ომის დასაწყისი იყოს.
"სამხედრო ბაზა იწვის უსურიისკში, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, რაღაც საწყობები, გუბერნატორების სახლები... მაქვს შთაბეჭდილება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, არ უნდა ხალხს იქ და წინააღმდეგობას უწევენ. შეგახსენებთ რომ სწორედ კომისარიატებში ინახება წვევამდელთა და რეზერვისტთა პირადი მონაცემები", - თქვა არესტოვიჩმა.