ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება, რადგან მას ვერ დააჩოქებენ.
"რუსეთი იქ ვერ დამარცხდება. მე და ბელარუსი ხალხი რუსეთს ამ კუთხით მხარს ვუჭერთ. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ის აგრესორია, რეალურად კი მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო იერიშს მიიტანდა.დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ ამ სიტუაციაზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ", - ამბობს ლუკაშენკო.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა დაიწყო, რომლის მიზანსაც მეზობელი ქვეყნის "დემილიტარიზაცია“ და "დენაზიფიკაცია" უწოდეს.