უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაიწყეს რუსეთის პრეზიდენტისთვის „მომავალი გამარჯვებების“ მიყიდვა, რაც საერთოდ არ არის დაგეგმილი. ამის შესახებ მან რუს პოლიტიკოსსა და აქტივისტ მარკ ფეიგინის ეთერში განაცხადა.
„რუსმა სამხედროებმა დაიწყეს რუსეთის ფედერაციის მეთაურისთვის „მომავალი გამარჯვებების“ მიყიდვა, რაც საერთოდ არ არის დაგეგმილი. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბუნკერში პარანოია სუფევს და უკრაინის ომის შესახებ ცუდი ამბების მიტანა არ შეიძლება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.