ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხარკოვში ბარაბაშოვას გიგანტური ბაზარი დაბომბა, რამაც ხანძრები გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
არსებობს ვიდეოები, სადაც ჩანს უზარმაზარი შავი კვამლი, რომელიც ბაზრის რამდენიმე ნაწილიდან ამოდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპლექსმა მრავალჯერადი დარტყმა განიცადა.
ამასთან, როგორც CNN იუწყება, სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში 70 ადამიანია ჩართული, რომელიც რამდენიმე მიმდებარე სახლს მოედო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,ტვიტერზე" ნათქვამია, რომ ბაზარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, 300 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.