უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 43-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ოკუპანტები ცდილობენ თავიანი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ.
მისივე თქმით, რუსები დაღუპულების ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ.
"დაიწყო ბოროდიანკაში შენობების ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები. იქ ოკუპანტების ქმედებებს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა. რა მოხდება, როდესაც მსოფლიო მარიუპოლში მტრის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე სიმართლეს გაიგებს. იქ ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ ბუჩაში, ამ კიევის ოლქის სხვა ქალაქში იხილა.
ინფორმაცია გვაქვს, რომ ოკუპანტები ცდილობენ თავიანი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ. ამასთან დაღუპულების ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ. შეიძლება პროპაგანდისტული სცენარებისთვის ამ ადამიანების ცხედრები სხვა ადგილებში გამოიყენონ. ოკუპანტები ცხედრებს ისე ექცევიან, როგორც დეკორაციებს. ეს პროპაგანდისტული რეკვიზიტია, რაც ცალკე სამხედრო დანაშაულია. მტერი ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. ჩვენ გამოვიძიებთ. ყველა მკვლელი ნაპოვნი იქნება, ყველა ვინც აწამებდა და ძარცვავდა, დაისჯება.
კიევში სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები ნელ-ნელა ბრუნდებიან. მადლობა გამბედაობისთვის. ეს მტრისთვის ნათელია მაგალითია. ეს მკაფიო სიგნალია, რომ კიევი უკრაინელების არის და არა რუსეთის გუბერნია. მტრის ყველა მოქმედებას და გადაადგილებას ვაკვირდებით და ვაანალიზებთ."– განაცხადა ზელენსკიმ.ა