გლობალური ღონისძიებისა და კამპანიის „დადექი უკრაინისთვის” ფარგლებში, წამოწყებიდან დღემდე 10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კამპანია „დადექი უკრაინისთვის” 26 მარტს ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ წამოიწყეს და მიზნად უკრაინელების დახმარებას ისახავს.
”ქვეყნების, კომპანიების და ხალხის სოლიდარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ შუქს წარმოადგენს ამ ბნელ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და როგორც კი ბომბები შეწყვეტენ ვარდნას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ ხალხს საკუთარი ქვეყნის აღდგენაში”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"იქნება ეს საკვები, წყალი, თავშესაფარი თუ სამედიცინო დახმარება - ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდში დგომას და გაგიწევთ დახმარებას, რომელიც ამ დროს გჭირდებათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.