აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს ხელი მოაწერა ორ კანონპროექტს, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ორი მიმართულებით დაწესდა: პირველი აჩერებს ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელარუსთან და გზას უხსნის მათგან იმპორტზე უფრო მაღალი ტარიფების დაწესებას. ხოლო მეორე, კრძალავს ენერგორესურსების იმპორტს რუსეთიდან, მათ შორის ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ჩათვლით.