"ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ბუჩაში იმყოფება, სადაც ქართველი ხალხიის სახელით საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. მისი ინფორაციით, ქუჩაზე მემორიალური სკვერი მოეწყობა.
ვეღარ ძლებს გული, უნდა გითხრათ... ირპენის მერია დაგვთანხმდა! ქალაქში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება და ამ ქუჩაზე ჩვენ კოხტა მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ . მალე პროექტიც გამზადდება და ჩვენებურად, გემრიელად მივხედოთ საქმეს. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" - წერს აქტივისტი.