გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინმა კიევს ძალიან ეფექტიანი იარაღი მიაწოდა, რომელიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარებას ცვლის, - ამის შესახებ მან ბერლინში, ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
"ის, რაც ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ, Gepard-ის საზენიტო ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები და სხვა, არის ის იარაღი, რომელიც აღმოსავლეთის ბრძოლაში უკრაინის წინსვლას ხელს უწყობს", - თქვა შოლცმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გერმანია უკრაინას დამატებით Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.
შოლცმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანია პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.