ევროკავშირმა უკრაინისთვის ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
დახმარების ახალ პაკეტს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეხმაურება.
„ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთმილიარდიან მაკროფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს უკრაინისთვის“, -წერს უკრაინის პრემიერი „ტვიტერში“.
შმიგალი მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ დომბროვსკის ამ გადაწყვეტილებისთვის.