
ვროკავშირმა უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩო ხელახლა გახსნა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა სოციალურ ქსელში დელეგაციის შენობის გარეთ აღმართული დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევიდან საელჩო დროებით პოლონეთში გადაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კიევში საელჩოს მუშაობის განახლებას იტალიაც გეგმავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ საელჩო აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაიხსნება.