კიეველებს, კიევის დღეს ულოცავს ვიტალი კლიჩკო. დედაქალაქის მერმა ვიდეომიმართვა საკუთარ "ტელეგრამის" გვერდზე გაავრცელა.
"ჩვენი დაუძლეველი და ლამაზი ქალაქი დნეპრზე 1540 წელი ამაყად დგას, ჩვენ ერთად კიდევ უკეთესს ვქმნით. ძვირფასო კიეველებო, გილოცავთ კიევის დღეს, გილოცავთ საყვარელი ქალაქის დღეს", - განაცხადა კლიჩკომ.