დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს - ინფორმაცია "ფეისბუქზე" უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა მარიანა ბეზუგლამ გაავრცელა.
მან შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.
"ბალაკლეა. სააღსრულებო ოთახი. სარდაფი. ინსტრუქციები "უკრაინული ნაციზმის" შესახებ კედლებზეა გაკრული, იქვე - სკამი ჩაქუჩით, ლენტით და გამოყენებული ხელთათმანები. მოპირდაპირედ - საკნები. მეორე ოთახში - ნაკაწრები და სისხლის კვალი", - წერს ბეზუგლა და აღნიშნავს, რომ ამჟამად ამ ადგილას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.