უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსების ერთ-ერთი არმიის სამეთაურო შტაბი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, შესაძლოა, მოკლული იყოს მტრის რამდენიმე გენერალიც.
"ჩვენმა ჯარება გაანადგურეს რუსული ერთ-ერთი არმიის სამეთაურო შტაბი. ეს არის უდიდესი სამხედრო მიღწევა. შესაძლოა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოკლულია რამდენიმე გენერალიც და შესაბამისად, ეს გამოიწვევს მტრის სამხედრო ოპერაციის შეყოვნებასა და დეზორგანიზაციას", -განმარტავს არესტოვიჩი.