ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს.
მისივე თქმით, ლუკაშენკომ პუტინს შესთავაზა კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია და განვითარება სანქციების დასაძლევად.
„მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას. ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.