რუსეთი სულ უფრო ხშირად ყიდულობს იარაღს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მკაცრ სანქციებს ექვემდებარებიან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაში. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი შეიარაღებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართავს, რადგან მისი რეზერვები მცირდება.
„რუსეთმა სავარაუდოდ პირველად განათავსა ირანული უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში. 2022 წლის 13 სექტემბერს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათმა ძალებმა კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“. უკრაინის მიმდინარე წარმატებული შეტევის ზონაში“, – ნათქვამია ბრიტანეთის ანგარიშში.
„შაჰედ-136“ არის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის მოქმედების მანძილი 2 500 კილომეტრია. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზის მახლობლად ირანული საფრენი აპარატის დაკარგვა ნიშნავს, რომ რუსეთი შესაძლოა, ცდილობს, გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმების განხორციელებისთვის და არა სტრატეგიული მიზნებისთვის უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში.