უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარაა, ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან საუბარში განაცხადა.
ადმინისტრაციის ცნობით, ერმაკმა დიპლომატებთან ფრონტზე არსებული სიტუაცია და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება განიხილა.
„აღარ არის არანაირი საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამ ომში ჩვენი მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, – განაცხადა ერმაკმა.