რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 20 სექტემბერს კიევში McDonalds-ის ფილიალები გაიხსნება, – ამის სესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნების ქსელი მუშაობას პირველ ეტაპზე, მხოლოდ სამ ადგილას, ხარკოვსკაიას, დარნიცკისა და ოსოკორკის მოედნებზე განაახლებს.
დაწესებულებაში შესვლა მომხმარებლებისთვის ჯერჯერობით დაშვებული არ იქნება და შეკვეთები მხოლოდ გამოძახებით იქნება შესაძლებელი.