ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის განცხადებით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია. ამის შესახებ ვიდეომიმართვა მან ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და მე-8 არმიის მეთაურს, გენერალ მორდვიჩევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები, რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთს ტყვეთა გაცვლისთვის პირობები დაასახელა – ყოველი 10 ტყვე 10 ტყვეში გაცვალონ, ან იმავე პრინციპით - ყველა ყველაში.
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ოკუპანტები „დონბასის გათავისუფლებაზე“ კონცენტრირდნენ, რუსული ჯარები ვერ დაიკავებენ კიევს, ხარკოვსა და ოდესას.