რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალი 10 წლისთვის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახდება.
რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს შეუძლია მხოლოდ საფრანგეთის დამცირება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში დანგრეული ეკლესიების, ძეგლებისა და სკოლების გამო, UNESCO-ს წევრი აღარ უნდა იყოს.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდას ლავრა დაბომბეს, ეკლესია ამ წუთებშიც იწვის. ცეცხლმოკიდებული ტაძრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამცირებული არ იყოს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძებნოს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან.
ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.