რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 180 000 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 389 130, მათ შორის სამხედრო მოსამსახურე 1,5 მილიონი იქნება.
ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, რომ ბრძანების შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს თანხა გამოუყოს.
ცნობისთვის, მანამდე ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გასული წლის დეკემბერში გაზარდა, მაშინ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1,32 მილიონი იყო.