თუ იაფ სტამბოლი
ავერსი ART WINDOWS

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.

უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც მისი ესკორტის წინ მიმავალ პოლიციის ორ მოტოციკლეტს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.

ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

279