
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს იცოდეს, რას აპირებს უკრაინა აშშ-ში წარმოებული Tomahawk-ის რაკეტებით, სანამ მათ მიწოდებაზე დათანხმდება, რადგან არ სურს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია.
თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ერთგვარად მიიღო“
„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, Tomahawk-ის რაკეტები ევროპის ქვეყნებს მიჰყიდოს, რომლებიც მათ უკრაინაში გაგზავნიან. რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია.