global distribution
გარე ავეჯი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა ისეთ პოზიციაში, რომ შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს. 

ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვად" მოიხსენია.

მისი თქმით, პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, ნატოს კი შეუძლია, "რაც უნდა ის გააკეთოს ამ იარაღით".

“მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინების და ევროპის და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო. რეალური ვარიანტია. რატომაც არა?.

რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ " ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს.

როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებში, რაიონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია გრძელ რიგებში ბენზინის ყიდვა, ასევე, ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათი ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ!

პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა.

როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა შემდეგ ნატომ რაც უნდა ის გააკეთოს, ამ იარაღით”,-წერს ტრამპი.

130